არჩილ თალაკვაძე ფილადელფიაში დავითობის წირვას და საზეიმო ტრაპეზს დაესწრო
არჩილ თალაკვაძე ფილადელფიაში დავითობის წირვას და საზეიმო ტრაპეზს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ფილადელფიაში, თანამემამულეებთან ერთად, დავითობის წირვას და საზეიმო ტრაპეზს დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მადლობას გიხდით თითოეულს, ასე რომ უფრთხილდებით ქართულ ენას, კულტურას და შვილებს სამშობლოს სიყვარულით ზრდით. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.