არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობიდან გამომდინარე ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი კომპრომისი და დათმობა არ მოხდეს
არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობიდან გამომდინარე ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი კომპრომისი და დათმობა არ მოხდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა ღონისძიება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, პარტნიორებთან შეთანხმებით გაიმართება.

თუმცა, თალაკვაძის თქმით, არც ერთი ღონისძიება არ ჩატარება საქართველოს ეროვნული ინტერსების ხარჯზე და საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფით.

„საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით ყველა ღონისძებას, რაც გათვალისწინებულია ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, ჩავატარებთ,

ოღონდ მინდა ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იცოდეს – ვერ მოხდება ვერც ერთი გადაწყვეტილების მიღება და ვერც ერთი ღონისძების ჩატარება საქართველოს ეროვნული ინტერსების ხარჯზე და საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფით. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით. ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი