არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელს, ტიტუს კორლატეანს, კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული პოლიტიკური დიალოგი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული კონსენსუსი იყო.

„კომიტეტის წევრები მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებენ და მას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საუბარი ასევე საარჩევნო კანონმდებლობას, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებსა და სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას შეეხო.

„არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.