არჩილ თალაკვაძე – ევროკომისიის შეფასება ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო რეფორმების სწორ გზაზეა
ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის ძირითად კრიტერიუმებთან ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო რეფორმების სწორ გზაზეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ეს მოხდება.
„ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი და ძლიერი მისწრაფებაა. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ეს მოხდება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
EU Commission’s evaluation on Georgia’s alignment with the EU basic criteria clearly indicates that 🇬🇪 is on the right track of reforms. 🇪🇺 integration is a historic choice and strong aspiration of our nation. We deserve to receive a candidate status & it will happen. pic.twitter.com/ZCsfUPegxF
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) February 3, 2023