არჩილ თალაკვაძე - ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები ერთად არიან, ეს ოცეული გამოხატავს ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს მომავალთან დაკავშირებით აქვს
არჩილ თალაკვაძე - ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები ერთად არიან, ეს ოცეული გამოხატავს ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს მომავალთან დაკავშირებით აქვს

ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები ერთად არიან. ეს ოცეული გამოხატავს ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს მომავალთან დაკავშირებით აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი წარმატებული ადამიანებით დაკომპლექტდა.

„ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები ერთად არიან. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ჩვენი საზოგადოების იმედი გვაქვს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, მოქალაქეების. ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით, სრულად ვაცნობიერებთ. როგორც ხედავთ, გუნდი დაკომპლექტებულია მთლიანად გამოცდილი, წარმატებული ადამიანებით. ბატონი გახარია იქნება სიის პირველი ნომერი და მომავალი პრემიერ-მინისტრიც. საპარლამენტო გუნდი როგორც საგარეო სექტორში, ისე ეკონომიკური მიმართულებით, დაკომპლექტდა წარმატებული ადამიანებით აკადემიური სექტორიდან, ასევე სპორტსმენები. ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს მომავალთან დაკავშირებით აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.