არჩილ თალაკვაძე - ენზელ მკოიანთან მიმართებაში არანაირი იმუნიტეტის მოხსნა არანაირი უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება
არჩილ თალაკვაძე - ენზელ მკოიანთან მიმართებაში არანაირი იმუნიტეტის მოხსნა არანაირი უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება

ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღეა ენზელ მკოიანის მიმართ მიმდინარეობს პერსონალური შეტევები.

„ენზელ მკოიანზე პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს წარმოადგენს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოეხსნას ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა, პირდაპირ გიპასუხოთ, არანაირი იმუნიტეტის მოხსნა, არანაირი უფლებამოსილების შეწყვეტა არ იქნება მასთან მიმართებაში. მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სამცხე-ჯავახეთში კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება და მათი მხრიდან თავდასხმები გამოიწვია იმან, რომ მკოიანმა და „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე- ჯავახეთში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთში რაც მოხდა, კამერებმა დააფიქსირა და ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოკაციაზე მიდიან.

„ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენეს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და ძალადობის დემონსტრაციული ესკალაცია. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით შეაფასონ ეს გარემოებაც. ჩვენ ვემიჯნებით ყოველნაირ ძალადობას. მშვიდად ჩატარდა არჩევნები საქართველოშიც, ძალადობა არის ის მეთოდი, რომლითაც თავის დროზე მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით, შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება, – განაცხადა თალაკვაძემ.