არჩილ თალაკვაძე - „ენდიაის“ შედეგები საზოგადოების განწყობას ძალიან ხშირად არ ემთხვევა
არჩილ თალაკვაძე - „ენდიაის“ შედეგები საზოგადოების განწყობას ძალიან ხშირად არ ემთხვევა

ჩვენთვის საუკეთესო კვლევა არჩევნებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ენდიაის“ შედეგები საზოგადოების განწყობას ძალიან ხშირად არ ემთხვევა.

„რაც შეეხება ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რეიტინგებს, კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით, რომ გიპასუხოთ. ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და საკანონმდებლო პროცესს ემიჯნება, მესამე ნაწილი ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში სხდომების ჩასაშლელად. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს სწორედ ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე იფიქრონ. იფიქრონ, რომ პარლამენტი მათ შორის ისინიც ხელფასს იღებენ იმაში, რომ საზოგადოებას ემსახურებოდნენ და მონაწილეობდნენ კანონშემოქმედებით და ზედამხედველობის პროცესში. მე არჩევნების შედეგებს ვენდობი და ვენდობი მათ მოქალაქეებს, მათ არჩევანს და ჩვენი მხარდამჭერების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.