არჩილ თალაკვაძე - ძალიან სევდიანი სანახავია, როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსი რუსეთთან ამ მძიმე ომის დროს იცლის და აკეთებს განცხადებებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე
არჩილ თალაკვაძე - ძალიან სევდიანი სანახავია, როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსი რუსეთთან ამ მძიმე ომის დროს იცლის და აკეთებს განცხადებებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე

სამწუხაროდ, ძალიან სევდიანი სანახავია, როდესაც უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენელი, უკრაინელი პოლიტიკოსი რუსეთთან ამ მძიმე ომის დროს იცლის და აკეთებს განცხადებებს და კომენტარებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დავით არახამიას განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და უკრაინის ისტორიულ მეგობრობაზე.

„მისი განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს ბატონი არახამია, მისი თანამოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მას არ ესმის კარგად, რა მძიმე ომშია და ამ ომში რა არის მისი ძირითადი პასუხისმგებლობა. ამ მომენტში მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლები. რასაკვირველია, ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელებისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ ვერ შეცვლის ასეთი უსამართლო განცხადებები“, – განაცხადა თალაკვაძემ.