არჩილ თალაკვაძე- ძალადობრივი მეთოდებით საკამათო საკითხების გადაწყვეტა დაუშვებელია
არჩილ თალაკვაძე- ძალადობრივი მეთოდებით საკამათო საკითხების გადაწყვეტა დაუშვებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ქვეყანაში მედიის საქმიანობა და თითოეული ჟურნალისტი დაცული უნდა იყოს.

,,პარლამენტის წევრები თვალს ვადევნებთ ამ პროცესს. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სამართალდამცავთა რეაგირება იყო ძალიან სწრაფი და მყისიერი. დროულად მოხერხდა ვითარების განმუხტვა. რაც შეეხება ძალადობას,  ჩვენ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. საკამათო საკითხების გადაწყვეტა ძალადობრივი მეთოდებით დაუშვებელია. რამდენადაც ვიცი, გამოძიება დაწყებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მედიის საქმიანობა და თითოეული ჟურნალისტი იყოს დაცული”,- განაცხადა თალაკვაძემ.