არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და ბრიტანელ ხალხს პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და ბრიტანელ ხალხს პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
„მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მის უდიდებულესობა დედოფალს და სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპის, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების გამო. მისი ერთგულება ხალხისა და ქვეყნისადმი ყოველთვის გვემახსოვრება“,- წერს არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“.
ბრიტანეთის ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
My deepest condolences to Her Majesty the Queen and to @RoyalFamily on passing away of HRH The Prince Philip, Duke of Edinburgh. His dedication to his country and people will be forever remembered.
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) April 9, 2021