არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი შეხვედრა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან შევძელით პოზიციების კიდევ უფრო დაახლოება ისეთ საკითხებზე, რომელიც პარტიების გრძელვადიან თანამშრომლობას ეხება
არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი შეხვედრა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან შევძელით პოზიციების კიდევ უფრო დაახლოება ისეთ საკითხებზე, რომელიც პარტიების გრძელვადიან თანამშრომლობას ეხება

დღევანდელი შეხვედრა არის წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ, რადგან შევძელით, პოზიციები კიდევ უფრო დავაახლოეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დიალოგის მაგიდის გარშემო დადებულია პირობა, რომ ვიდრე შეთანხმება არ შედგება, უფრო მეტ დეტალებზე საუბარი არ იქნება.

„ვფიქრობ, თქვენც პატივს სცემთ ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავის პირობას იცავენ. ნუ გავუსწრებთ, მოვლენებს წინ შემდეგი შეხვედრის შესახებ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, დღევანდელი კონკრეტული შეხვედრა რომ არ ყოფილიყო წინ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, გთხოვთ, დაიცადოთ. მოვლენების განვითარებას დაელოდოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.