არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი სასამართლო სისტემა დიამეტრალურად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც გვქონდა
არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი სასამართლო სისტემა დიამეტრალურად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც გვქონდა

დღევანდელი სასამართლო სისტემა დიამეტრალურად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გვქონდა, ამას ყველა სამუშაო მონაცემი უჩვენებს, რომელიც პარლამენტს სასამართლოს შესახებ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების გადაწყვეტილებებში ბალანსი მოქალაქეების სასარგებლოდაა მიღწეული.

„მნიშვნელოვნად მოიმატა იმ გადაწყვეტილებების რაოდენობამ, სადაც სახელმწიფოსთან დავებში ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის ნაწილში სასამართლო სამართლიან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ შეგვიძლია განსხვავება და წინსვლა სასამართლო სისტემაში აშკარად დავინახოთ. სასამართლოში რეფორმები გრძელდება, რეფორმების მე-4 ტალღა დამუშავებულია სწორედ იმიტომ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდა, მისი გაძლიერება გაგრძელდეს და მართლმსაჯულების სექტორი საზოგადოების ინტერესებს კიდევ უფრო ეფექტურად მოემსახუროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დღეს კველვა გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესხებ.  გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, ხოლო 51% მიიჩნევს, რომ ის მიკერძოებულია.