არჩილ თალაკვაძე - დეპუტატმა შალელაშვილმა მხოლოდ თავისი მოსაზრება გამოთქვა 
არჩილ თალაკვაძე - დეპუტატმა შალელაშვილმა მხოლოდ თავისი მოსაზრება გამოთქვა 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ისრაელთან დაკავშირებით, დეპუტატ შოთა შალელაშვილის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, საკითხზე პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი პოზიცია აქვთ.

“თემაზე წამყვანი საგარეო საქმეთა სამინისტროა. შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებს საგარეო უწყება გააკეთებს. რაც შეეხება დეპუტატის მოსაზრებებს, ეს მხოლოდ მისი მოსაზრებებია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა.