არჩილ თალაკვაძე გიგი უგულავას განცხადებას რეალობის გამრუდებას უწოდებს
არჩილ თალაკვაძე გიგი უგულავას განცხადებას რეალობის გამრუდებას უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებას რეალობის გამრუდებას უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, მშენებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ერთი წლის წინ სწორედ კახა კალაძისა და მერიის ინიციატივით გამკაცრდა.

„ამ რთულ მომენტში ქალაქის მერი იქ იდგა, სადაც მისი მოვალეობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა იყო. ჩვენ დარგის სპეციალისტებთან ერთად უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით მუშაობას გავაგრძელებთ, რაც ჩვენი ვალდებულებაა. პირველ რიგში გეტყვით, რომ საცხოვრებელ სივრცეში გაზის დეტექტორების მონტაჟი და მისი გამოყენების სტანდარტი საყოველთაო უნდა გახდეს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

დეპუტატი გიგი უგულავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„გიგი უგულავას ბრიფინგს პირდაპირ შემიძლია, რეალობის გამრუდება ვუწოდო. მას პასუხი არ გაუცია, ეს რეგულაციები თავის დროზე საკუთარი საახლობლოსთვის ხომ არ გაამარტივა? მისი არქიტექტურული მემკვიდრეობა და მშენებლობის ნებართვები თავს ხან კუს ტბაზე შეგვახსენებს ხოლმე და ხან ვაკის პარკში. ჩვენ უსაფრთხოების მოთხოვნები მშენებლობების მიმართ გავამკაცრეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობა”, – დასძინა თალაკვაძემ.