არჩილ თალაკვაძე - დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია, რამდენად ხარისხიანად აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე
არჩილ თალაკვაძე - დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია, რამდენად ხარისხიანად აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე

დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია, რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ურბანულ პროექტებს და გამწვანებას თბილისის განვითარების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა.

თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა. დედაქალაქი ისტორიას ინარჩუნებს, ამავე დროს ევროპული განვითარების გზით მიდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დედაენის ბაღის, 9 მარტის ბაღის, ასევე მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი