დედაენის და 9 მარტის ბაღების, ასევე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაცია დასრულდა
დედაენის და 9 მარტის ბაღების, ასევე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაცია დასრულდა

დედაენის ბაღის, 9 მარტის ბაღის, ასევე მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.

განახლებული სივრცე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა დედაენის ბაღში შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

ღონისძიება ქართველი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენის და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბები; ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციები; მოეწყო გარე განათების ქსელი; კეთილმოეწყო საფეხმავლო სივრცე; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოეწყო გზის ახალი საფარი.

პროექტის ღირებულებამ 27 მილიონ ლარამდე შეადგინა.