არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, დიპლომებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები კენჭისყრამდე ამოიწურება
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, დიპლომებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები კენჭისყრამდე ამოიწურება

დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ამოწურული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, რომელიც დიპლომის საკითხის გარკვევამდე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვის შეჩერებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხებოდა.

თალკვაძის თქმით, თადუმაძის მოსმენა უკვე იყო პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და შესაბამისად, ის ვერ შეჩერდება.

„ზუსტად არ ვიცი, როგორი ფორმულირება ჰქონდა არასამთავრობოების მოთხოვნას, მაგრამ შალვა თადუმაძის მოსმენა უკვე იყო კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისად, ის ვერ შეჩერდება, უკვე იყო.  რაც შეეხება კანდიდატების მოსმენას, მე დარწმუნებული ვარ, კენჭისყრამდე დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს, ასევე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დაინტერესებულია და აუცილებლად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.