არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, აფხაზ ძმებს კარგად ესმით, რა მოხდა
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, აფხაზ ძმებს კარგად ესმით, რა მოხდა

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მთელ საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ ძმებს, კარგად ესმით, თუ რა მოხდა და ნაბიჯები, რომლებსაც დღეს ვდგამთ, არის ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, აფხაზეთის ომი იყო წინასწარ კარგად მოფიქრებული სცენარი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულიყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მთელ საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ ძმებს, კარგად ესმით, რა მოხდა და ნაბიჯები, რომლებსაც დღეს ვდგამთ, არის ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ეს არის სწორი დასკვნა, სწორი ანალიზი იმ მოვლენების, რაც წლების წინ აფხაზეთში მოხდა. ვფიქრობ, ამით მთელი საქართველო, მთელი ჩვენი საზოგადოება, მათ შორის აფხაზეთში თანაბრად და ძალიან მძიმედ დაზარალდა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაეცნენ. მთელი ჩვენი საზოგადოებიდან, მათ შორის აფხაზური საზოგადოებიდან კიდევ უფრო მეტია მზაობა, ჩვენ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი აქედან და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დღეს არის ასევე ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვის დღე. ამ ადამიანმა მაგალითი მისცა ყველას, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.