არჩილ თალაკვაძე - დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერით მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის ხელმოწერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს და ეს ვთქვით დიალოგის ბოლო რაუნდზეც
არჩილ თალაკვაძე - დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერით მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის ხელმოწერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს და ეს ვთქვით დიალოგის ბოლო რაუნდზეც

​დოკუმენტის ხელმოწერით მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს და ეს ნათქვამი იყო ჩვენ მიერ დიალოგის ბოლო რაუნდშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული ინსინუაციები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ აწერდა ხელს დოკუმენტს და თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა შეთანხმება.

„დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს და ეს იყო ნათქვამი ჩვენ მიერ დიალოგის ბოლო რაუნდშიც. ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, თუ ოპოზიცია აწერს ხელს ამ დოკუმენტს. მას შემდეგ იყო გარკვეული ინსინუაციები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ აწერდა და არ ეთანხმებოდა ამ დოკუმენტს, იყო ასევე მცდელობა, რომ ბრალდება სწორედ ჩვენკენ ყოფილიყო, თითქოს ჩვენ ჩავშალეთ ეს შეთანხმება.

დღეს მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კონსულტაციების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საკმარისი ხანი ველოდით ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, ასევე გამოვყავით დამატებითი დრო, რათა ელჩებთან კონსულტაციები ყოფილიყო, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი მოვაწეროთ დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ისე, როგორც ის არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.