არჩილ თალაკვაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ალოგიკურს უწოდებს
არჩილ თალაკვაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ალოგიკურს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ალოგიკურს უწოდებს.

„ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და იქიდან გვესმის ბრალდება, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის – თვითონ ეს განცხადებაც კი გაუმართავი და ალოგიკურია. საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აი, ამისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.