არჩილ თალაკვაძე - ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, იქ იწყება აგრესია და ძალადობა, სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარემ გუშინ, მამუკა მდინარაძემ ძალიან ღირსეულად უპასუხა ამ აგრესიას
არჩილ თალაკვაძე - ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, იქ იწყება აგრესია და ძალადობა, სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარემ გუშინ, მამუკა მდინარაძემ ძალიან ღირსეულად უპასუხა ამ აგრესიას

ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს, ბატონმა მამუკამ ძალიან ღირსეულად უპასუხა ამ აგრესიას და თავდასხმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„მან აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და რაც ამომრჩეველმა დაგვავალა არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, თუმცა მეც მინდა, რომ გამოვეხმაურო მომხდარს. ეს იყო ნამდვილად ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ბატონმა ალეკომ ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში? რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც, რა თქმა უნდა, პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო“, – განაცხადა თალაკვაძემ.