არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და შეგვიძლია, ამაზე პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად ვიმუშაოთ
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და შეგვიძლია, ამაზე პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად ვიმუშაოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა კითხვას უპასუხოს და საარჩევნო რეფორმაზე იმუშაონ.

თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკების პირობიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს, რა საკითხებზეა თანახმა ოპოზიცია და რაზე – არა.

„საარჩევნო და არჩევნების საკითხი უდავოდ არის მთავარი საკითხი, ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები წამოაყენა, როცა არჩევნები დასრულდა. მზად ვართ, ყველა კითხვაზე, რომელიც იპოზიციამ დასვა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, პასუხები გავცეთ, საარჩევნო რეფორმაზე ვიმუშაოთ და საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ, რომ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები მომავალში აღარ ვიხილოთ.

ვიცავ პირობას და ვერ გეტყვით, ოპოზიცია თანახმა რაზე არის და რაზე – არა. ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და შეგვიძლია, ამაზე პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის შემდეგ.

დატოვე კომენტარი