არჩილ თალაკვაძე – ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება

14:37, 21.03.2021

ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს მთავარი გზავნილი კავშირებისა და მონაწილეობის გაუმჯობესებაა, რადგან „კოვიდ-19“-ის პანდემიამ დამატებითი სირთულე და ბარიერები შეუქმნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.

ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქზე“.

მსგავსი