არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მკაფიო პოზიციაა, ერთად გადავამოწმოთ ყველა საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დაისვა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მკაფიო პოზიციაა, ერთად გადავამოწმოთ ყველა საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დაისვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის პოზიციაა, მოლაპარაკების ფარგლებში ერთად გადაამოწმონ ყველა საკითხი, რაც ოპოზიციის მხრიდან დაისვა.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია, დადგეს ის შედეგი, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს, თუმცა თავის მხრივ პოლიტიკური დიალოგის დაწყება პოზიტიურია.

„ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, იმ შედეგთან მივიდეთ, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონში არის გაწერილი. პირველ შეხვედრაზე არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, ერთმანეთს კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ, მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.