არჩილ თალაკვაძე - ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა

საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა – არა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რუსეთის დუმაში სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელმაც „სამხრეთ ოსეთის ხალხის საქართველოს მიერ გენოციდი უნდა შეისწავლოს“.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე. საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა. ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან – პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდ მიგვაჩნია“,-განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.