არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს

ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის პლურალიზმი, დემოკრატიის გაძლიერება, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესება, უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის პატივისცემა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება იყო ანტიდასავლური, რადგან არღვევდა ყველა ღირებულებას, რაც დასავლეთისთვის ფასეულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს არის ის, რაც ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის საპირისპიროა.

„არც ერთ კონგრესმენს არ დაუყენებია საკითხი სოციალურ ქსელზე, არც ბატონ კინზინგერს. სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ხარისხი არის მაღალი, ფეისბუქს აქვს თავისი პოლიტიკა და წესები და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როდესაც ამ პოლიტიკის თანახმად, დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშები იქნება გაუქმებული. შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებული წყაროები ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეს ანგარიშები დღეს ფუნქციონირებს.

მედიაში ეს ყველაფერი გაშუქდა ისე, თითქოს ხელისფულება მართავს ფეიკ ექაუნთებს, რეალობა არის ის, რომ დეზინფორმაცია არის პრობლემა სოცმედიაში ყველგან. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე კავშირს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან, პირიქით ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ბინძური ცილისწამება, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას ახორციელებს. ეს არის ის, რაც ზუსტად საპირისპიროა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკისა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.