არჩილ თალაკვაძე - ჩვენ შეგვიძლია, კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ შეგვიძლია, კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა

დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.

„ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად ვიმუშავეთ, რათა დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანთა უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის უფრო ღირსეული პირობები ვუზრუნველვყოთ, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.