არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გუნდში სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება არ არსებობს 
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გუნდში სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება არ არსებობს 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნების” გუნდში სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება არ არსებობს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ძალიან მკაფიო ამოცანები, რომლის გარშემოც გუნდი არის ერთსულოვანი.

„რაც შეეხება ბოლო ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში, ჩვენი კოლეგების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ამასთან დაკავშირებით შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დავიწყეთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თანაგუნდელ დავით ჭიჭინაძესთან შეხვედრის თემასაც შეეხო და აღნიშნა, შეხვედრზე განხილული საკითხების შესახებ საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

“მინდა გითხრათ, რომ ის საკითხები, რომელზეც პარლამენტის წევრები ამახვილებენ ყურადღებას, უმოკლეს დროში ამოიწურება, ვინაიდან შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს და მისი შეჯამება მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომლის თარიღსაც ჯერ ვერ დაგისახელებთ”, – განაცხადა
არჩილ თალაკვაძემ.