არჩილ თალაკვაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს
არჩილ თალაკვაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას! ამ ტურნირში მან უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა და საამაყო შედეგს მიაღწია. წარმატებები ქართველ ჩოგბურთელს“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქის” გვერდზე.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.