არჩილ თალაკვაძე - ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულთა შესახებ ისტორიული გადაწყვეტილებით 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება
არჩილ თალაკვაძე - ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულთა შესახებ ისტორიული გადაწყვეტილებით 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება

საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესია, რომელსაც ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის ნდობა ეფუძნება, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სწორედ ეს ნდობა აღდგება და ასევე დაზარალებულთა ოჯახების 25 წლიანი ლოდინი დასრულდება.

„ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ  ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება. საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესია, რომელსაც ეფუძნება ნდობა ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. თბილისის მერის გადაწყვეტილებით სწორედ ეს ნდობა აღდგება“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საკითხზე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემა მისი მერობის პერიოდში მთლიანად მოგვარდეს.