არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც პარტიის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც პარტიის თავმჯდომარე

ბოლო რამდენიმე თვემ საზოგადოებასა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა, ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენ მალინის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით, „აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, როგორც პარტიის თავმჯდომარე.

„საქართველო აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მაიკ პომპეოს ბოლო განცხადება ნახეთ, სადაც ამერიკა ამ პროგრესს უწოდებს ხელშესახებს და საქართველოს ულოცავს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას. ჩვენი ქვეყანა არის მომავალზე ორიენტირებული, არჩევნებში კიდევ ერთხელ წარვუდგენთ პროგრამას.

რაც შეეხება ქვეყნის მმართველობის პროცესს, ბოლო რამდენიმე თვემ საზოგადოებასა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა, ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან“,

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ის ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით ძველი ოპოზიცია, ცდილობენ მუდმივ სპეკულირებას, წარსულში ამბობდნენ, რომ რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა და ამას ჩვენ ვპასუხობთ საქმით. ვფიქრობ, მოქალაქეები ამას ხედავენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი