არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი არის გამორჩეული ლიდერი და ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც აქვს საზოგადოების მხრიდან, ჩვენთვის ყოველთვის იყო უპირატესობა და ძლიერი მხარე
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი არის გამორჩეული ლიდერი და ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც აქვს საზოგადოების მხრიდან, ჩვენთვის ყოველთვის იყო უპირატესობა და ძლიერი მხარე

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, პარტიაში ჩვენ საზოგადოებაში რა თქმა უნდა, არის გამორჩეული ლიდერი და ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს საზოგადოების მხრიდან და აქვს ჩვენს პარტიაში, ჩვენთვის ყოველთვის იყო უპირატესობა და ძლიერი მხარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკად გასვლით, რასაკვირველია, პარტია დგას იმ მომავალის, ახალი გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია გუნდის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია, მართვის კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობის უზრუნველყოფა გუნდის კარგი მუშაობის ხარჯზე.

„არ ვფიქრობ, რომ მხარდამჭერები დავკარგეთ, ვფიქრობ, ჩვენი მხარდამჭერები მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ელოდებიან „ქართული ოცნებისგან“ შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას, ელოდებიან ეფექტური, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა, გყვავს განახლებული გუნდი. როგორც კი პანდემია დასრულდება, აუცილებლად უზრუნველვყოფთ პროგრესის დაჩქარებას და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას განვითარების იმ ტემპებში, რომელიც გვჭირდება, რათა 2024 წელს რეალური პრეტედენტი იყოს საქართველო ევროკავშირში წევრობისთვის. ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება გარდა იმისა, რაც ასახულია შედეგებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, საქართველომ უზრუნველყო ხელშესახები პროგრესი დემოკრატიის გაძლიერების, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო რეფორმაში, გამოიხატა ინსტიტუტების გაძლიერებაში.

„არჩევნების ჩატარებაში მრავალგზის, რომელიც არ გაყალბებულა და მათ შორის ბოლო არჩევნები, თქვენ ნახეთ, რომ ცხრა პოლიტიკური პარტია შედის პარლამენტში. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, რაც ასევე ფუნდამენტური საკითხია და მისი ლიდერობით საქართველომ ამ კუთხით დიამეტრალური პროგრესი და განსხვავება აჩვენა წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით. ეს არის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, სადაც საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მიიღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ამერიკის კონგრესი განიხილავს ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ჩვენ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება და დღეს უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, ასევე საქართველო არის თავსებადი ნატო-ს ყველა ძირითად სტანდარტთან და აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა ჩვენს პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან. შემიძლია, გავაგრძელო ეს ჩამონათვალი, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა განათლების სფეროში, ეკონომიკური, ტურისტული ინფრასტრუქტურა. ეს არის სხვა რეფორმები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოქალაქეებს დღეს აქვთ ხელმისაწვდომობა, ბევრად უფრო კარგ ჯანდაცვაზე და კატასტროფული დანახარჯები, რომელიც ოჯახებს ჰქონდათ გადასახდელი დღეს არის შემცირებული შეუდარებლად. ეს არის ის ფაქტები, ფაქტობრივი შედეგები, რასაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მიაღწიეს. შესაბამისად, თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით უნდა საუბარი ან ანალიტიკური სტატიის მომზადება, ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა დაეყრდნოს კონკრეტულ ფაქტობრივ მონაცემებს, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, არაერთი ოჯახი რჩება სიღარიბესთან პირისპირ, ჩვენ რეგიონში ვართ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა ეს არის ის თემები, რასაც ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად უპასუხოს და ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი