არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

09:41, 21.03.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს!

ჩვენ ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს.

გილოცავთ გაზაფხულის, იმედისა და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მსგავსი