არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვაში თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სახელით ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სახელით ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვაფასებთ ჩვენს ძლიერ მეგობრობას აზერბაიჯანთან და განვაგრძობთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების უკეთესი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მხარდაჭერას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.