არჩილ თალაკვაძე - აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანობის თვალსაზრისით
არჩილ თალაკვაძე - აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანობის თვალსაზრისით

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აუდიტის ინსტიტუტის როლის გააქტიურებას მიესალმება.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურს აქვს მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო სამუშაო შესრულებული ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანობის თვალსაზრისით.

„ჩვენ მივესალმებით ამ ინსტიტუტის როლის გააქტიურებას. რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებთან დაკავშირებულ დასკვნებს, შემიძლია გითხრათ, რომ ორივე მინისტრის პირობებში არის ადმინისტრირების გაუმჯობესების ტენდენცია. ის ხარვეზები, რომელთა მოცულობაც შემცირებულია, უკვე არის აღმოფხვრის, დარეგულირების პროცესში. რჩება გარკვეული ადმინისტრაციული ხარვეზები. რა თქმა უნდა, ამ დასკვნებში ოპოზიციამ შესაძლოა სკანდალი მოძებნოს, მაგრამ რეალურად ეს არის შესაძლებლობა, რომ მომავალში საჯარო ფინანსები და პროცესი უფრო ეფექტურად იყოს მართული. ეს არის ძირითადად ადმინისტრაციული საკითხები, რომელზეც ნდობის ჯგუფი და შესაბამისად პარლამენტი, რეკომენდაციებს დაამუშავებს და ზედმიწევნით გააკონტროლებს, რომ რეკომენდაციები იყოს შესრულებული დროში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.