არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გაერო-ს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გაერო-ს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაერო-ს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა.

ნიჭიერი მოზარდები მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ მშვიდობის, განათლების, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კლიმატური ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.

მათ პარლამენტის თავმჯდომარეს შთაბეჭდილებები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს.

არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა. ახალგაზრდები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, სამომავლო გეგმებითა და არსებული გამოწვევებით დაინტერესდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.