არჩილ თალაკვაძე - არავის მივცემთ საშუალებას, თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს
არჩილ თალაკვაძე - არავის მივცემთ საშუალებას, თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს

არავის მივცემთ საშუალებას, თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიზნით, ხელისუფლება ოპოზიციათან დიალოგისთვის მზად არის.

„ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის მზად ვარ, საუბრისთვის და მუშაობისთვის ახალ პარლამენტში. თუ ვინმეს სჭირდება ამასთან დაკავშირებით მოწოდებები, ეს არის ოპოზიცია. განსაკუთრებით, მისი დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ამ დღეებში ცდილობდა არა საუბრის, დიალოგისა და ნორმალური პოლიტიკური გზით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებით მიეღო რაიმე დივიდენდები, თუმცა როგორც ხედავთ, ეს პროცესი წარუმატებლად სრულდება. სამართალდამცველებმა ძალიან დიდი მოთმინებით, კანონის სრული დაცვით გამოწვევებს უპასუხეს. სახელმწიფომ და ხელისუფლებამ კოვიდპანდემიის მიუხედავად, გამოწვევებს ღირსეულად უპასუხა. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.