არჩილ თალაკვაძე - არავის ჰქონია ილუზია, რომ შეიძლება, "ნაციონალური მოძრაობა" ერთ დღეს უკეთესი გახდეს და მართლა ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესდეს
არჩილ თალაკვაძე - არავის ჰქონია ილუზია, რომ შეიძლება, "ნაციონალური მოძრაობა" ერთ დღეს უკეთესი გახდეს და მართლა ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური ტრიუკები ჩაატარონ, რითაც სახელი 2012 წლამდე ჰქონდათ განთქმული.

არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული პარტიები ცდილობენ, საზოგადოებას მოჩვენებითი გაყოფა და ერთობა დაანახონ.

“არავის ჰქონია ილუზია, რომ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ დღეს გაიყოს, უკეთესი გახდეს, სახე შეიცვალოს და მართლა ადამიანის უფლებების დაცვითა და დემოკრატიული პრინციპებით დაინტერესდეს. იციან, პოლიტიკური ტრიუკები სად უნდა ჩაატარონ. ცდილობენ, საზოგადოება ასე მოატყუონ. მათი ქმედებების თაობაზე საზოგადოება ინფორმირებულია, რადგან მათი მმართველობა ნახეს, რის შემდეგაც მხარი ქვეყანაში დემოკრატიასა და რეალურ არჩევნებს დაუჭირეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ რეალური და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა, სადაც მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.