არჩილ თალაკვაძე - არა მხოლოდ გიორგი ქობულიას, არამედ სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ
არჩილ თალაკვაძე - არა მხოლოდ გიორგი ქობულიას, არამედ სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ

არა მხოლოდ გიორგი ქობულიას, არამედ სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გიორგი ქობულიას პოლიტიკური გეგმების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ქობულია განათლებული ადამიანია, ის იყო მთავრობის წევრი და აქვს ბიზნესსექტორში გამოცდილება.

„ვფიქრობ, თუ მას სურს პოლიტიკაში მონაწილეობა, დღეს ჩვენ პოლიტიკაში შემოგვაქვს იმდენად დემოკრატიული თამაშის წესები, იმდენად გახსნილი პოლიტიკური სისტემა, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუ მას შეუძლია დაარწმუნოს საზოგადოება თავის უპირატესობაში, თავის პროგრამაში, შეუძლია არჩევნებში კონკრეტული შედეგი აჩვენოს. ასე რომ, არა მხოლოდ ბატონ ქობულიას, არამედ სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ, შექმნან პარტია, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი