არჩილ თალაკვაძე – არ შეიძლება სერიოზული საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა, პარტია იშლება და რა თანამდებობებს არიგებენ

17:49, 29.05.2023

არ შეიძლება სერიოზული განცხადებების გაკეთება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას დეპუტატები ტოვებენ და რა თანამდებობებს არიგებენ? – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია.

„სჯობს, პარტიას მიხედონ და ის ელემენტარული პრობლემები მოაგვარონ, რაც პარლამენტშიც ჩანს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში გამართა. პარტიაში აღნიშნეს, რომ სხდომაზე იმსჯელებდნენ პარტიის განვითარებაზე, ასევე, ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე.

მსგავსი