არჩილ თალაკვაძე - არ მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში რაიმე დაძაბულობაა, ახალ ელჩს წარმატებას ვუსურვებთ, მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას ველოდებით
არჩილ თალაკვაძე - არ მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში რაიმე დაძაბულობაა, ახალ ელჩს წარმატებას ვუსურვებთ, მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას ველოდებით

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს წარმატებას უსურვებს და მმართველი გუნდი მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას ელოდება.

„არ მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებში რაიმე დაძაბულობაა. პირიქით, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მისიას, რომ ეს ურთიერთობები განვამტკიცოთ და განვაგრძოთ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა ამერიკელ ხალხთან და ამერიკის ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.