არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, დაესწრებიან თუ არა “ქართულ ოცნებაში” დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი 

10:36, 26.04.2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, “ქართულ ოცნებაში” დღეს დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრას ფრაქციების, კომიტეტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერატი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრებიან.

კ​ითხვაზე, დაესწრებიან თუ არა სხდომას ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, თალაკვაძე პასუხობს, რომ შეხვედრის დეტალებზე კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

“ვინ დაესწრება, ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამაზე შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ”, – დასძინა თალაკვაძემ.

მსგავსი