არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიული დღის წესრიგის მხარდაჭერის, ასევე, პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენის მხრივ.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.