არჩილ თალაკვაძე - ამ ქვეყანაში ეკლესია და სასულიერო პირები ყოველთვის უჭერდნენ მხარს სამართლიანობას, პროგრესს და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს
არჩილ თალაკვაძე - ამ ქვეყანაში ეკლესია და სასულიერო პირები ყოველთვის უჭერდნენ მხარს სამართლიანობას, პროგრესს და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს

სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები – პედაგოგები, ექიმები ჩვენს შეხვედრებს ესწრებიან, არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები და როდესაც ჩვენ ვიწვევთ საზოგადოებას, სადაც ჩავდივართ, რა საკვირველია ეს მოწვევა აქვთ სასულიერო პირებსა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესია, სასულიერო პირები და რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში ყოველთვის უჭერდნენ მხარს სამართლიანობას, პროგრესს და უჭერდნენ მხარს ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს.

„ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა მოქალაქეს. ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და დარწმუნებული ვართ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით. შესაბამისად, კამპანიას ვატარებთ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რისი გაკეთება შევძელით დღემდე და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში.

სიმართლე არის ის, რომ ეკლესია და სასულიერო პირები ამ ქვეყანაში, რელიგიური ორგანიზაციები ამ ქვეყანაში ყოველთვის უჭერდნენ მხარს სამართლიანობას, პროგრესს და უჭერდნენ მხარს ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს. უფრო მეტი შეგიძლიათ კითხოთ სასულიერო პირებს, იმიტომ, რომ მათ დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ექნებათ თქვენთვის სათქმელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.