არჩილ თალაკვაძე - ამ დროისთვის როგორც ჩანს, სექტემბერში სწავლის რეალურ რეჟიმში დაწყებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება
არჩილ თალაკვაძე - ამ დროისთვის როგორც ჩანს, სექტემბერში სწავლის რეალურ რეჟიმში დაწყებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ყველა სამეცნიერო არგუმენტებს ეცნობიან, რათა სექტემბერში სკოლებში სწავლის დაწყების საკითხზე დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

თალაკვაძის განმარტებით, ამ დროის მდგომარეობით ჩანს, რომ სექტემბერში სწავლის დაწყებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება.

„ვინაიდან, სექტემბერი უკვე ახლოს არის, ხელისუფლება, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ვაკეთებთ ყველა სამეცნიერო არგუმენტების კონსოლიდაციას, რათა ამ საკითხზე დროული და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს, ყველა იმ თანმდევი სერვისებით, რაც სწავლის პროცესს ახლავს, ჯერჯერობით როგორც ჩანს, პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება.

ამიტომ ვემზადებით და ვმუშაობთ, რათა სექტემბერში სწავლა რეალურ რეჟიმში განახლდეს. თუმცა ამაზე დიდი გავლენა ექნება ეპიდსიტუაციას, რომელიც სწავლის დაწყებამდე იქნება ქვეყანაში. დღეს ამ პროცესს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ.

დატოვე კომენტარი