არჩილ თალაკვაძე – ახალი კორონავირუსით საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის არავინ არის ინფიცირებული

00:24, 10.03.2020

საქართველოს პარლამენტში ახალი კორონავირუსით ამ მომენტისთვის არავინ არის ინფიცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში პროფილაქტიკური ზომები მიიღეს.

„ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს, თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი და არავინ არის საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული. ჩვენ მივიღეთ ზომები, ხდება ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. ასევე იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ჰქონდა ჯანდაცვის სამსახურს. თუ მომავალში ვინმე იქნება რისკჯგუფში და დაუდასტურდება ინფექცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისი გაიდლაინით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 56 პაციენტი.

მსგავსი