არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა სურს, ხელისუფლება თანამშრომლობისთვის მზადაა
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა სურს, ხელისუფლება თანამშრომლობისთვის მზადაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობის მიღება უნდა, ხელისუფლება თანამშრომლობისთვის მზადაა.

ამის შესახებ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ თუ რეკომენდაციების შესრულების პროცესი ჩაიშლება, ან საკმარის დონეზე არ წარიმართება, ამით საქართველო დაზიანდება. ხოლო თუ საქართველო დაზიანდება, პირველ რიგში დაზიანდება ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებელი, მთავარი მოქმედი პირი.

თალაკვაძის თქმით, ამ ფონზე რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, ქვეყანაში უმართავი პროცესი შექმნას და ქუჩის პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც ჰგონიათ, რომ კარგად გამოსდით.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თუ დაუკვირდებით, ხელისუფლებაში ქუჩით მოვიდნენ, ქუჩით მართავდნენ და ოპოზიციაშიც ქუჩაში არიან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.