არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი

„ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისისთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„საპრეზიდენტო არჩევნების ვადის განსაზღვრა არის საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივა. შესაბამისად, ჯერ არსებობს ვადა, რომ დაასახელოს კონკრეტული თარიღი არჩევნებისთვის, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, როგორც რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, მივდივართ გეგმის მიხედვით. ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი“,- განმარტა თალაკვაძემ.