არჩილ თალაკვაძე - 2024 წელს მოქალაქეებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ, ანტისაზოგადოებრივი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან დემოკრატიული არჩევნებით გაიყვანოს
არჩილ თალაკვაძე - 2024 წელს მოქალაქეებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ, ანტისაზოგადოებრივი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან დემოკრატიული არჩევნებით გაიყვანოს

რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, რათა ოპოზიციისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველოში ოპოზიციის დიდი ნაწილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არის დესტრუქციის რეჟიმში და თავისი ქვეყნის დემოკრატიას უთხრის ძირს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ საქართველოს წინააღმდეგ იმუშავეს და დღემდე ამ ლოგიკით მუშაობას განაგრძობენ.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ როცა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და პატივს არ სცემს არჩევნების შედეგებს, ეს საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის. დღეს, ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ როცა ოპოზიცია სამუშაო ჯგუფების პროცესში არ ერთვება, ეს არის ანტიდემოკრატიული და მათ, რადიკალურ ოპოზიციას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს. ვფიქრობ, ამ ორ განცხადებას შორის მსგავსება ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც და საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვისაც. რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, რათა ოპოზიციისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველოში ოპოზიციის დიდი ნაწილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არის დესტრუქციის რეჟიმში და თავისი ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის.

მათ საქართველოს წინააღმდეგ იმუშავეს და დღემდე ამ ლოგიკით მუშაობას განაგრძობენ. ამიტომ, მომავლისკენ რომ გავიხედოთ, 2024 წელს ჩვენს მოქალაქეებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ, ომის და ანტისაზოგადოებრივი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან დემოკრატიული არჩევნებით გაიყვანოს და ოპოზიციისთვის განკუთვნილი სივრცე იმ პოლიტიკურ პარტიებს მისცენ, ვინც დღეს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს. რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ქუჩის პოლიტიკაში, პოლიტიკურ „აფსაიდში“ რჩებიან და არ უნდათ ოპოზიცია ჩართული იყოს სამუშაო პროცესში, ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს, მაგრამ მათ თავის გაგებაში ხელი აქვთ მოწერილი იმაზე, რომ გააკეთონ თუნდაც საქართველოს საწინააღმდეგო, ოღონდ, ამან მათ პარტიას შედეგი მისცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.