არჩილ თალაკვაძე - 18 ივნისიდან პარლამენტი გადადის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ივნისშივე შევძლებთ კენჭისყრას
არჩილ თალაკვაძე - 18 ივნისიდან პარლამენტი გადადის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ივნისშივე შევძლებთ კენჭისყრას

18 ივნისს იწურება ერთ თვიანი ვადა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის არის გამოყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა გაიმართება.

„ეს იქნება მეორე საჯარო განხილვა და ამის შემდეგ, უკვე 18 ივნისს იწურება ერთ თვიანი ვადა, რაც გამოყოფილია საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. პრაქტიკულად 18 ივნისიდან პარლამენტი უკვე გადადის ამ ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ივნისშივე ჩვენ შევძლებთ ცვლილებების კენჭისყრას და შეთანხმებული საარჩევნო სისტემის მიღებას უკვე საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში 4 ივნისს გაიმართა.